fbpx

პუტინმა რომ ხვალ თბილისზე მოიტანოს იერიში, პარლამენტთან შეკრებილი “კაცებიდან” რამდენი წავა იცით ომში სამშობლოს დასაცავად?!…. არცერთი!-ვაჟა ნოზაძე

აფხაზეთის ომის ვეტერანი ,მეომარი ვაჟა ნოზაძე-

 · პუტინმა რომ ხვალ თბილისზე მოიტანოს იერიში, პარლამენტთან შეკრებილი უკრაინის დროშებით შეიარაღებული “კაცებიდან” რამდენი წავა იცით ომში სამშობლოს დასაცავად?!…. არცერთი!!!.. ნული!!!… ბუბლიკი!!!…. ზოგადად ომში წამსვლელი და ნაომარი კაცი, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს რამხელა ტკივილი, უბედურება, ოჯახების დაობლება და სიკვდილი მოაქვს ომს, ყველაზე ნაკლებად უნდა ომი, იმიტომ კიარა რომ სიკვდილის გვეშინია, ოჯახის წევრების, მეგობრების, ძმების და შვილების სიკვდილის გადატანაა ძალიან აუტანელი და მძიმე ხვედრი! სიცოცხლე აღარ გინდა ამის მერე, საკუთარი თავი გძულს და სულ საკუთარ თავს იდანაშაულებ შენიანების სიკვდილში! …. ყველა ზომა, ყველა ფორმა უნდა გამოვძებნოთ რომ აქ ომი აღარ მოხდეს! …. ომი უკიდურესი ნაბიჯია, ძალიან უკიდურესი ნაბიჯია! … სიჯიუტეს, ცრუ დაპირებებს და ცრუ იმედებს რაც მოაქვს ყველა კარგად ვხედავთ, თორემ მერე ტყვია და ბომბების ცვენა არ არჩევს ქალს ბავშვს მოხუცს და არავის ინდობს! … დღესდღეობით ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიბრძნე და გამჭრიახობა და მანევრირებით შეძლოს მშვიდობიანად გავიდეთ ფონს! ფაქტია რომ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ შეშფოთებულ “მეგობრებს” ძალიან ძალიან მაგრად, უკიდეგანოდ მაგრად ვკიდივართ და არიან სეირის მაყურებლები! …ვისაც კიდევ არ ჯერავს რომ ამ პლანეტაზე მარტონი ვართ და საკუთარი თავის დაცვა მხოლოდ ჩვენ კისერზეა, ის ან იდიოტია ან პროვოკატორი და მტრის მოტრფიალე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება