fbpx

ვისი შვილების ხარჯზე ეჭიმებით მონსტრს, რომელსაც მსოფლიო ფეხს ვერ ჭამს? არ გეყოოთ? წინა ხელისუფლების დროს ჩახოცილი ბიჭები?-ნინო ახობაძე

ნინო ახობაძე თავის ფეისბუქის გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: “მგონი ცხოვრებაში პირველად დავწერე მოკლე სტატუსი წეღან ომზე, არ მიყვარს ასეთ დროს ექსპერტობა და ორგანულად ვერ ვიტან ფსევდოპატრიოტობას ((((
ჰოდა
როგორც ვატყობ, მოკლედ არ გამოდის.
ვუყურე რა ჩემს წინა პოსტზე და ზოგადად აქაურ სტატუს-კომენტარებში ადამიანთა “ერთიანობას”, მივხვდი რომ
რუსეთს ჩემს ფეხებს მოვუგებთ ოდესმე-ჩვენ, დაქსაქსულები, ერთმანეთის ჯინაზე დაყოფილი და რეალობას მოწყვეტილი ქართველი საზოგადოება.
აბა ერთი აქეთ მოიწიეთ ეს გულმოსული ნაწილი! და ჩამოდით დედამიწაზე, რეალობას გაუსწორეთ თვალი!
—-
ვისი შვილების ხარჯზე ეჭიმებით მონსტრს, რომელსაც მსოფლიო ფეხს ვერ ჭამს?
არ გეყოოთ? წინა ხელისუფლების დროს დაკარგული ტერიტორიები და ჩახოცილი ბიჭები?
ააა თუმცა ისინი ხომ სხვისი შვილები იყვნენ, დამავიწყდა (((
აღარ მოგბეზრდაათ ეს გიორგიგაბუნია-პოზა? მახსოვს როგორ გაეჭიმა ერთხელ პუტინს ტელევიზორიდან!
სხვა რა შეგიძლიათ?
“რუსული პეჩენია არ ვჭამოთ” და “რუსი ტურისტი ვცემოთ-აი ამის გარდა?
ძალიან არ მიყვარს ეს პათოსი, მაგრამ იძულებულო ვარ აქ ზოგიერთს შევახსენო:
რუსი ჯარისკაცი და ზოგადად რუსული არმია არის მომართული ნებისმიერის ამოსაწყვეტად, ვისაც მტრად მიიჩნევს და როდესაც შენ შენი რესურსით წინასწარ იცი-წააგებ, იქ არ უნდა იყელყელავო!
და დამეხსენით ეხლა გეაჯებით ეს-“მე მონა არ ვიქნები” სასტავი!
მე არ ვთვლი რომ ვინმეს მონა ვარ. გარემოების მსხვერპლი უფრო ვარ, ასე მგონია. საზღვარს მე ვერ გადავწევ და “დიდ მეზობელსაც” არავინ გამომიცვლის, ამიტომ
გულში მჯიღებს არ ვიცემ;
მთავრობას არ ვამუნათებ იმის გამო რომ ამ ომში არ ჩაგვრია;
არ მოვუწოდებ გმირობისკენ არავის, რადგან არ მესიამოვნება მე სახლში ვიჯდე და სხვისი შვილი კვდებოდეს, თან უთანასწორო ომში;
და ბოლოს
არ მიყვარს ხოლმე გახსენება, მაგრამ მახსოვს:
თქვენი შვილებისხელა დაფლეთილი ბიჭები, რუსის ბომბებისგან ჩახოცილები;’
ჯვარი გწერიათ.
მახსოვს-მოსახლეობის შეშლილი სახეები;
ჯერ კიდევ თბილი ცხედრები;
მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალიც მახსოვს!
და ძმას რომ ძმა ჩააკვდა ხელში, ის მწარე ღრიალიც მახსოვს!
ასე რომ ჩემო საყვარლებო
სანამ ზოგიერთი აქ ლოზუნგებს წერთ
სანამ თქვენს “დედა ენაცვალოს და მამა ენაცვალოს” შვილს საბანს შემოუფუთნავთ
დაფიქრდით:
-ვისი შვილების ხარჯზე ეჭიმებით ტიპს, რომელსაც მსოფლიო გარშემო უვლის და რისი იმედი გაქვთ?
იქნებ იმ ერთიანობის, რომელიც ჩვენს ერშია? ))) არ გამაცინოთ მწარედ!
აი აქ რომ ვაჟკაცობთ და “აბა თავს ხომ არ დავუხრი” პოსტებს აცხობთ,
ნეტა რა ხასიათზე დადგებოდით
ნახევარი თავი რომ წააცალა, ის ბიჭი რომ გენახათ ომში? (((((
ვიმეორებ: იმისმა არმიამ ქნა ეს
თქვენ რომ აქ კაკუნით ხუილოს ეძახით!
—–
ვისაც ეხლა ჰგონია რომ ეს სტატუსი ვინმეს სილაჩრისკენ მოუწოდებს, მოდი რაა და აი თქვენ გაისეირნეთ.
რუსებს წყევლით და აქ ერთმანეთს რეებს ჰკადრებთ? ((((
დაა წყნაარდიით!
როგორ არ მიყვარს ასეთი სტატუსის დაწერა ხოლმე…

დედამიწაზე არც ერთ ერს არ ვუსურვებ ომს და სისხლის ღვრას.
დედებო
მშვიდობა იყოს თქვენი-ყველას შვილების თავს.
აგზნებულებმა კი, ცოტა მოუჭით პატრიოტიზმს…
ვისაც არ გეამათ, წამშალეთ აი დარდი.
დანარჩენთან ბოდიში მომიხდია.

P.S. შენი ქვეყანა რაღანაირად გიყვარს დალოცვილო, როცა განსხვავებული აზრის გამო-შეგიძლია შენივე ქართველს მონა ეძახო?
რა ვიცი…” – წერს ნინო ახობაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება