fbpx

ბატონო ვოლოდიმირ,თქვენი ირონიული განცხადება საქართველოს მთავრობის მიმართ მინიმუმ არასწორი და არამეგობრულია-ზურა ქადაგიძე

ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე-

ბატონო ვოლოდიმირ, ქართველებმა ერთგული მეგობრობა იციან ჭირშიც და ლხინშიც…სამწუხაროდ დღეს თქვენ აღმოჩნდით რუსული ოკუპაციის წინაშე და ეს კარგად იცის ქართველმა,თუ რას ნიშნავს ომი და ტერიტორიების დაკარგვა…დღეს გვერდში გიდგათ ქართული სახელმწიფო პოლიტიკური,თუ ჰუმანიტარული საშუალებებით…დღეს მხარი დაუჭირა საქართველომ ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას…დღეს საქართველოს საელჩო და საკონსულო ერთ-ერთია იმ მცირე წარმომადგენლობებიდან,რომელიც არ ევაკუირებულა და ადგილზე მუშაობს 24 საათის განმავლობაში…თუმცა თქვენი ირონიული განცხადება საქართველოს მთავრობის მიმართ მინიმუმ არასწორი და არამეგობრულია მიუხედავად იმისა,რომ წლების განმავლობაში საქართველოდან გაქცეულ მრავალ პოლიტ-კრიმინალს(სააკაშვილი,ადეიშვილი,ლორთქიფანიძე და სხვა.) იფარებდა და იფარებს თქვენი ადმინისტრაცია. არც ერთხელ ღიად, არაკორექტულად არ მოუმართავს თქვენთვის საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით პრემიერ-ღარიბაშვილს…ის,რომ საქართველოს მთავრობა უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტად მშვიდობას, მოსალოდნელი საფრთხის პრევენციას და ეროვნულ ინტერესებს აცხადებს თქვენთვის არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას…კარგი იქნება ინფორმაციას ოფიციალური უწყებებიდან თუ მიიღებთ და არ დაუჯერებთ თქვენთან გადმოპორტირებულ ანგაჟირებულ პოლიტიკანებს,რომელთაც საქართველოს და უკრაინის მშვიდობა ნაკლებად ადარდებთ…ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ…#მშვიდობაუკრაინას#მშვიდობასაქართველოს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება