fbpx

პრემიერ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა, ამ „ტვიტის“ შექმნაში პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული-დავით ზალკანიანი

პრემიერ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა – ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი  დავით ზალკანიანიუკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მიერ “ტვიტერზე” გაკეთბულ განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის არსებობს ბრწყინვალე ურთიერთობა და საქართველო უკრაინის დახმარებას განაგრძობს, რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებას, მას გასდევს შექმნილი რთული ემოციური ფონი.

“მე მითხრეს ამ “ტვიტის” შესახებ, მითხრეს, რომ ის ქართულ ენაზეა გაკეთებული. მესმის ის ემოციური ფონი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის არის მართლაც ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ არამხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერობა ჩამოგვიყალიბდა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი მოსაზრებით, პირადად მასში ეჭვს იწვევს თავად “ტვიტერის” წარმომავლობა.

“მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ამ “ტვიტის” შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული.. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება ის მოდიოდეს. მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, რაღაც ასეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრემიერს შორის ურთიერთობა არის ურყევი და შეუქცევადი.

“საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, არის ურყევი და შეუქცევადი და როგორც მანამდე ვედექით ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს”, – დასძინა მან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება