fbpx

ნუ კივით! უვიცობაა, როცა ვეღარ გავიგეთ, რომელი პარტიიდან რომელში დახტიხართ-თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

ნუ კივით! უვიცობაა, როცა ვეღარ გავიგეთ, რომელი პარტიიდან რომელში დახტიხართ. მე არ ვაპირებ ვიმეცადინო თემაზე: რომელი პარტიიდან და კოალიციიდან რომელში დახტიხართ,- ასე მიმართა კულტურისა და სპორტის მინისტრმ თეა წულუკიანმა  პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერს, დამოუკიდებელ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

თაკო ჩარკვიანი და  თეა წულუკიანი  ერთმანეთს სიტყვიერად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც კულტურის მინისტრმა დეპუტატს მიუთითა, რომ ის ისეთი ადამიანის პარტიასთან არის კოალიციაში, რომელიც „მწერალთა კავშირში სპეცრაზმით შეიჭრა”.

„აი, ასეთი კაცის პარტიაში ხართ, რომელიც სპეცრაზმით შეიჭრა მწერალთა კავშირში… ნუ კივით, ნერვებს მოუფრთხილდით, გამოგადგებათ. პარტია „კანონი და სამართალი“ ხართ კოალიციაში, მგონი, აღმაშენებელთან. აღარ ხართ? კარგით, ანუ ვერ გავიგეთ სად ხართ! ნუ კივით, უვიცობაა, როცა ვეღარ გავიგეთ, რომელი პარტიიდან რომელში დახტიხართ. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც თქვენ, უბრალოდ თქვენ მოგწონთ მხოლოდ თქვენი გამოხატული აზრი და არ მოგწონთ სხვის მიერ გამოხატული აზრი. პოლიტიკაში რომ შემოხვედით, ცოტა ჯავშანიც იყიდეთ ჩაიცვით და ასე ნერვებზე ვერ იჯდებით, ბევრი წელი გაქვთ წინ ჯანმრთელად და ბედნიერად.

მე არ ვაპირებ ვიმეცადინო თემაზე: რომელი პარტიიდან და კოალიციიდან რომელში დახტიხართ. ოპოზიციაში უფრო მეტი ნერვებია საჭირო, ვიდრე ხელისუფლებაში, ამას ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, ამიტომ დაზოგეთ თავი და ნერვები და თუ დაიღალეთ, მე თქვენ მოგეცით რეცეპტი, წაბრძანდით და წამოკოტრიალდით ლეიბზე, მე არსად არ მეჩქარება,“- მიმართა  თეა წულუკიანმა  თაკო ჩარკვიანს.

კულტურის მინისტრმა მწერალთა კავშირთან დაკავშირებული კითხვისთვი გიორგი ვაშაძე და სალომე სამადაშვილი  გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სწორედ წინა ხელისუფლება შეიჭრა სპეცრაზმით მწერალთა კავშირში და ის ადამიანები ქუჩაში დატოვა.

„მინდა  გიორგი ვაშაძეს და ასევე,  სალომე სამადაშვილს  შევახსენო, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით? რა გაცინებთ, ქალბატონო სალომე? თქვენ არ გახსოვთ, ალბათ, ბრიუსელში იყავით მაშინ და „ესპრესოს“ ჭიქით ხელში აკვირდებოდით დიპლომატის მშვიდი სახით, რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და გამიხარდა, რომ გაგაცინეთ. 2007 წელი დგას, ქალბატონო სალომე, და ღამის 4:00 საათზე სპეცრაზმი თქვენი ხელისუფლების დროს შეიჭრა მწერალთა კავშირში, იქიდან გამოყარა მწერლები, არაერთ მათგანს დღესაც აქვს მაშინდელი შოკით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, შემდეგ ამ ხალხს მოუწია დავა სასამართლოში რომელიც, აბა გამოიცანით, როგორ დამთავრდა? – წააგეს! და ეს მწერალთა კავშირი დატოვეს ქუჩაში. შემდეგ ტაშ-ფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ მწერალთა კავშირის დროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში და ბატონი  გიორგი ვაშაძე მე მეკითხება, მწერალთა კავშირთან დაკავშირებით რას აპირებთო? ალბათ, მას უნდოდა ეკითხა, მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი, იმასთან დაკავშირებით რას აპირებთო?

3 დეკემბერს 2013 წლის,გიორგი ვაშაძის  აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე, იმიტომ, რომ „ბატონმა დავით აღმაშენებელმა“, ისე ააშენა ეს იუსტიციის სახლი, რომ სოკოებს რომ ეძახიან თბილისელები და არა მხოლოდ, სახურავში, ჩატოვეს არმატურები, რამდენიმე ტონა. ქარის პირობებში, ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, რომ ეს სახურავი ჩამოიქცა და იქ ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ. ინსტიტუტების აღმშენებლობას რომ იძახით, ასეთი ინსტიტუტები ააშენეს,“- განაცხადა  წყლუკიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება