fbpx

 ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ეკრანი დაამონტაჟა

 ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ეკრანი დაამონტაჟა, რომლის მეშვეობითაც ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება