fbpx

არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილის დაფინანსება უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩემი შვილი განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანია-მიხეილ საკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე შვილის, ედუარდ სააკაშვილის სწავლის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა.

„ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მას ამისთვის ეკუთვნოდა დაფინანსება და არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილის დაფინანსება უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება.

მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯეთ საუკეთესო ქართველი სტუდენტების გაგზავნაში. ჩამოგვყავდა 2500 ამერიკელი მასწავლებელი, რადგან მარტო ჩემს შვილს არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლის საშუალება, ყველა ადამიანის შვილს – ყველაზე შორეულ სოფელში და მიყრუებულ გარეუბანში.

დიახაც, მე ვამაყობ, რომ როცა ძალიან ბევრ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი“, – განაცხადა სააკაშვილმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება