fbpx

კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბარი არასდროს ყოფილა-ადამ კიზინგერი

არ ვფიქრობ, რომ ასიგნებების კომიტეტის მიერ მომზადებული 15%-იანი საგარეო დახმარების გარკვეული პირობებით ხსენება, საქართველოსთან მიმართებით, პრობლემატურია. ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევები არ წარმოადგენს იშვიათობას, როდესაც ამერიკელი, გადასახადის გადამხდელი გასცემს ფულს მოკავშირე ქვეყნების დასახმარებლად, ისინი იმსახურებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ მათი ფული იმ მიზნით იხარჯება, რა მიზანიც მათ აქვთ, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვიცი, რომ ამ საკითხმა დიდი ყურადღება მიიპყრო საქართველოში, მაგრამ, მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ამერიკელმა, გადასახადების გადამხდელებმა გაიღეს, იხარჯება ჩვენი და ქართველი ხალხის ღირებულებების დასაცავად. არ ვფიქრობ, რომ თუ ამ პირობის სერთიფიცირება მოხდება, ეს დიდ პრობლემას შექმნის, თუმცა, სრულებით არ ველოდები, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი საგარეო დახმარების 15% შეჩერდება. ვიცი, რომ საქართველოში მხარეები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ თემას, თუმცა მე ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ამ შემთხვევას სანქციის კლასიფიკაციას არ მივანიჭებდი. სანქცია ძალიან მკაფიო მიზანში იღებს ინდივიდებს ან მთავრობებს, სპეციფიკური ქმედებების მიზეზით, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. საქართველოსთან მიმართებით, ეს ტექსტი სანქცია არაა. სანქცია იმ შემთხვევაში ამოქმედდებოდა, თუ, მაგალითად, სახელმწიფო მდივანი პომპეო იტყოდა, რომ ცუდი პროცესები მიმდინარეობს და ამის გამო შევწყვეტთ ფინანსურ დახმარებას. ეს არაა სანქციები, მეტიც, საქართველოსთან მიმართებით, სანქციების გამოყენებაზე საუბრები არასდროს გამართულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბლოგს, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე“, – განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება