fbpx

რაც არ უნდა მოინდომონ, გლდანში შედეგებს ვერ გააყალბებენ -ნიკანორ მელია

გლდანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის აირჩევენ – კანდიდატს, რომელიც გააკეთებს პოლიტიკას გლდანელებისთვის, თუ კანდიდატს, რომელიც არჩევნების შემდეგ გლდანიდან გაუჩინარდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ აინტერესებს პოლიტიკა.

„შევდივარ მის მდგომარეობაში, მას არ აინტერესებს პოლიტიკა. ეს გლდანელების შეურაცხყოფაა. მოსახლეობას აქვს კონტრასტული არჩევანი: ან ენერგია, ცოდნა, კვალიფიკაცია ან გაუჩინარება“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას გლდანში არცერთი ხმის მოპარვის საშუალებას არ მისცემს.

„ჩემი აქ, მაჟორიტარ კანდიდატად ყოფნა გარანტიაა, რომ რაც არ უნდა მოინდომონ, შედეგებს ვერ გააყალბებენ“, – აცხადებს ნიკა მელია.

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილია.

პრინციპულად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის კანდიდატი, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ გუნდმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა და ჩემზე გააკეთა არჩევანი – განაცხადა კობიაშვილმა კონკურენტის შეფასების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივნისს წარადგინა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება