კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ამ ჩანაწერის შინაარსი ავთენტურია და ასეთი საუბარი მართლაც შედგა

ამ ჩანაწერით რეალურად საბოლოოდ გაიშიფრა „ნაცმედიების“ ტყუილების ფაბრიკის მუშაობის ფორმულა. მართალია, საზოგადოება დიდი ხანია იცის ყველაფერი, იცის მათი მუშაობის სტილი, მაგრამ პირველად მოვისმინეთ ამ ყველაფრის აღიარება, მთელი სქემის გაშლა თავად ამ ე.წ ჟურნალისტების მხრიდან. მათ არაერთი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ამ ჩანაწერის შინაარსი ავთენტურია და ასეთი საუბარი მართლაც შედგა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებულმა ჩანაწერმა გამოააშკარავა, თუ როგორ ხდება ფეიკნიუსის შეთხზვა „ნაცმედიებში“.

„მათ ე.წ. საწარმოო საიდუმლო გამოიტანეს საჯაროდ, უფრო სწორად ამ ჩანაწერმა გამოააშკარავა, თუ როგორ ხდება ფეიკნიუსის შეთხზვა „ნაცმედიებში“. რა გზას გადის ის ე.წ ყბადაღებული წყაროდან მათ ეკრანებამდე და როგორ მზადდება ის საწამლავი, რომლითაც ბინძურდება მედიასივრცე, ხდება ადამიანების შანტაჟი, ტერორი, ფსიქოლოგიური ისტერიის დათესვა და ა.შ. გიორგი გაბუნიას ისე გაუკვირდა ფაბრიკაცია, თითქოს გუშინ მთავარი არხის ეთერიდან მე გამოვაცხადე ხანძრის გაშუქებისას უბინძურესი ტყუილი. თითქოს მე ვიყენებდი ბაჩალიაშვილის, შაქარშვილისა თუ სხვა უმძიმეს ტრაგედიებს პირადი და პოლიტიკური ამოცანებისთვის. ესენი არიან რეალურად ორგანიზაციები, რთულია მათ მედია უწოდო. ისინი ამოფარებული არიან ჟურნალისტის სტატუსს, მიკროფონს და კამერას, მაგრამ მათ საერთო არაფერი აქვთ მედიასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, ყველა იმს ფუნდამენტურ ღირებულებას, რაზეც ჩვენი ქვეყანაა დაშენებული. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ „ქართული ოცნების წინააღმდეგ, არამედ ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება