საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის…
დღე: ივნისი 24, 2025
რიკარდ იოზვიაკი: საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ
რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში X ნატოს სამიტის წინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.…
თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია – ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა. ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.
დავით მათიკაშვილი: სასამართლო განხილვები ვერ იქნება ბაკქანალიის წყარო და ნიადაგი, სადაც ხდება ეს არეულობა და ქაოსი, ამიტომ ნებისმიერი სასამართლო განხილვა და გაშუქება კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს
კანონპროექტს გააჩნია საკმაოდ სოლიდური დასაბუთება, ის სასამართლო განხილვები ვერ იქნება ბაკქანალიის წყარო და ვერ იქნება ნიადაგი…
გურამ მაჭარაშვილი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც რეგულაციები…
არჩილ ბერიძე: არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში
როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა „ევრობარომეტრის“ კვლევა, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის…
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში სკვერი ეწყობა
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარფართობზე, სკვერი ეწყობა.მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა…
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრს, დავორ ბუნოზას შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრს, დავორ ბუნოზას შეხვდა. გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას. პაატა სალიამ დავორ ბუნოზას იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს იუსტიციის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. პაატა სალიამ კოლეგა 2026 წლის საჯარო სერვისების ფორუმზე, საქართველოში მოიწვია.
ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს
ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ლევან დავითაშვილი არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. „ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ, თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი. სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
კახა კალაძე: უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები
თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატულიპოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს საქართველოს…
კახა კალაძე სუს-ის ანგარიშზე: ოკუპაცია ქვეყნის უდიდესი გამოწვევაა – ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება
„არ მეგულება ადამიანი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს და მისთვის პრიორიტეტიარ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა –…
კახა კალაძე: ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანიარაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის
თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – ამის…
ირაკლი კობახიძე – ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, რომლის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების 18 მსხვილი რეალიზატორი იქნა დაკავებული
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და…
არჩილ გორდულაძე: კონკრეტული მართული ტელევიზიები და ადამიანები ცდილობენ, რომ შოუდ გადააქციონ მართლმსაჯულება და ხელი შეუშალონ მის განხორციელებას, რეალურად, რაც არის კანონმდებლის მიზანი, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა მოხდეს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოყენებულია ბოროტად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმადაც,…