fbpx

გოგა ხაინდრავა: ყველა თავს იმართლებს, რადგან, ნათელია, რომ ეს ჩამწერი დევს პირდაპირ მაგიდაზე – არანაირი სუს-ი ამაში არ ურევია

ყველა თავს იმართლებს, იმიტომ რომ ნათელია, ეს ჩამწერი როგორც ჩანს დევს პირდაპირ მაგიდაზე, იმიტომ რომ ერთნაირად ისმის ოთხივეს ხმა, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში Imedi Live, რითაც გამოეხმაურა „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძის) მიერ „მთავარი არხის“ თანამშრომლების აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას.

„მიუხედავად იმ ბრძოლებისა, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, Ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს ნამდვილად გავა. ეს ჩამწერი დევს მაგიდაზე, იმ 4 ადამიანიდან ერთ-ერთის ჩაწერილია. არანაირი სუს-ი ამაში არ ურევია. თუ ვინმეს თავის გამართლება სჭირდებოდა რაიმე სახით, როდესაც ეს კრებსები და ეს ნიაღვარი იყო გადმოსხმული ქართულ საზოგადოებაზე, მაშინ გამოაქვეყნებდა სუსი და იტყოდა – აი გოგაშვილი, დაადებდა ხელს. დღეს იმხელა პოემა გამოაცხო გაბუნიამ ამასთან დაკავშირებით, რომ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავს იმართლებს. და ყველა თავს იმართლებს, იმიტომ რომ ნათელია, ეს ჩამწერი როგორც ჩანს დევს პირდაპირ მაგიდაზე, იმიტომ რომ ერთნაირად ისმის ოთხივეს ხმა. ყველაზე დიდი მსხვერპლი არის ახალგაზრდობა. ყველაზე დიდი გავლენა ამ სიბილწეს, ამ ტყუილს, ფარისევლობას აქვს ახალგაზრდობაზე, იმიტომ რომ დიდი ნაწილი იმ ხალხის, რომელიც ტელეფონებით თავისი ჭკუით ევროპას ესალმება, ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც კარგად არ ახსოვთ 10 წლის წინანდელი, დღეს არიან 18-19 წლისები და მათ ეუბნებიან, რომ ევროპისკენ გზას უღობავენ“, – განაცხადა ხაინდრავამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება