fbpx

მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის შიგნიდან გამოტანილი ჩანაწერი და მიმართულების შეცვლა, ყურადღებისა და ისრების გადატანა სუსისკენ, თავშივე განწირული მცდელობაა

მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის შიგნიდან გამოტანილი ჩანაწერი და მიმართულების შეცვლა, ყურადღებისა და ისრების გადატანა სუსისკენ, თავშივე განწირული მცდელობაა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი ია“-ს თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

მისივე თქმით, მათ ამ არგუმენტს თავადვე ძალიან მალე გამოაცალეს საფუძველი.

„გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2021 წელს. თუ ის ამბობს, რომ ეს სუსის ჩანაწერია, მაშინ რატომ არ გამოაქვეყნა სუსმა ეს ჩანაწერი მაშინვე, როდესაც მოიპოვა? მათ თავისივე არგუმენტს მალევა გამოაცალეს საყრდენი, როდესაც თქვეს, რომ ეს არის 2021 წლის ჩანაწერი და შესაბამისად, შეუძლებელია 1 წლის განმავლობაში დაფარულიყო. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ ეს არის შიგნიდან გამოტანილი, ერთმანეთის მიმართ უდობლობა და ცალცალკე უწევდათ იმის მტკიცება, რომ თვითონ არ იყვნენ იმის ავტორები, რომ მათ გამოიტანეს ეს ჩანაწერი. მიმართულების შეცვლით, ისინი შეეცადნენ ამ ჩანაწერის შინაარსის მიჩქმალვას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება