თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია და აღსრულების ეროვნული ბიურო მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს აღსრულების…

ზაალ მიქელაძე „საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, როგორც პანდემიის დროს, ახლაც დაუმტკიცებენ საზოგადოებას, რომ საექიმო საქმიანობის ღირსეული წარმომადგენლები არიან

„ჩვენ ერთად გავიარეთ კოვიდ პანდემიის პერიოდი და მაშინ, როდესაც მთელი რიგი მიმართულებით გვქონდა დეფიციტი, რომელიც ამ…

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე…

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის  ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. იუსტიციის მინისტრმა მონაწილეები 2026 წელს, თბილისში დაგეგმილ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა. ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა…

მამუკა მდინარაძე-საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის…

დავით ქართველიშვილი: ბრიტანეთი შოკშია, ეს არის ქვეყნის ხაზინის ძარცვის უპრეცედენტო ფაქტი, რომლის კვალი პირდაპირ პრემიერ-მინისტრის ოფისისკენ მიდის ლონდონში მომხდარი ფინანსური სკანდალის შესახებ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის თქმით, მიზნობრივი პროგრამებისთვის განკუთვნილი 5,1 მილიარდი…

ირაკლი კობახიძე-ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ.კლუბური ნარკოტიკების მოხმარება-ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე,  მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანისფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს ხელისუფლების ვალია, მაქსიმალურად დაუპირისპირდეს ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დაიცვას ქართული საზოგადოება. „მინდა გაგაცნოთ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ნარკოტიკული დანაშაულების გამოსავლენად და აღსაკვეთად გასული ერთი თვის განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ. რამდენიმე დღის წინ ამოღებულ იქნა 300 კილოგრამი ჰეროინი; გუშინ დავაკავეთ 18 ნარკორეალიზატორი. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული სპეცოპერაციებისთვის. ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიარომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლებაა, სხვა მანკიერებებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რისი ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამკვიდრებენ ტერმინს „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“,  რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირებაა,  სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება,  რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება. ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან -ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ…

სამტრედიაში ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტს დაესწრო. ღონისძიება საქართველოს კულტურის…

ირაკლი კობახიძე- რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში -ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში,რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა

რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა. „ყველას შეუძლია გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. რეალურად, ისინი არიან ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა, მათ გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში. იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა არსებითად გამარტივდება 

კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შედეგად არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა,…

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე

სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის…

ირაკლი კობახიძე – ვერავის მივცემთ საშუალებას, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს,…

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით – ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება,…