fbpx

კვლევის თანახმად, პროკურატურას რესპონდენტთა 63 პროცენტი ენდობა, 67 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საქართველოში პროკურორები პროფესიონალები არიან

კვლევის თანახმად, პროკურატურას რესპონდენტთა 63 პროცენტი ენდობა, 67 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საქართველოში პროკურორები პროფესიონალები არიან

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნითი ღონისძიებაზე, პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობების მნიშვნელობაზე, რომელიც 2018 წლიდან პროექტის დასრულებამდე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა და საქართველოს პროკურატურის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა.

პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაციის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ საქართველოს პროკურატურა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნებს ემსახურება.

„რაც შეეხება კითხვას – ენდობით თუ არა საქართველოს პროკურატურას, საერთო ჯამში რესპონდენტთა 63% პასუხობს, რომ ენდობა (20% სრულად ენდობა და 43% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა). აღნიშნულის პარალელურად,  25%-ია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც არ ენდობა სისტემას (9% სრულად არ ენდობა და 16% უფრო არ ენდობა ვიდრე ენდობა);

ასევე, მოსახლეობის 67% ფიქრობს, რომ საქართველოში პროკურორები პროფესიონალები არიან, ხოლო საპირისპირო მოსაზრება აქვს რესპონდენტთა 15%-ს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევამ აჩვენა საკმაოდ პოზიტიური შედეგები პროკურატურის საქმიანობისა და კომპეტენციის მიმართ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონესთან დაკავშირებით, ასევე გარკვეული გამოწვევები პროკურატურის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილმა კვლევამ მოიცვა ქვეყნის სრულწლოვანი, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის გარდა. მთლიანობაში გამოიკითხა 1,017 ადამიანი სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით. ცდომილების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 2.1%-ს შეადგენს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება