fbpx

აქ იყვნენ დაბანაკებული ჩვენი ჯარისკაცები,ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარე და ერთი ნამწვიც კი ვერ ვიპოვე, საგულდაგულოდ დაულაგებიათ აქაურობა-ვასილ გვენცაძე

 · 

მოქალაქე ვასილ გვენცაძე ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში-აი, აქ იყვნენ დაბანაკებული ჩვენი ჯიგარმაგარა ჯარისკაცები 2 თვის განმავლობაში. მოგეხსენებათ, Covid კარანტინის გამო, თბილისის შესასვლელი მანგლისის მხრიდანაც დაკეტილი იყო. რამოდენიმე დღეა, ჯარმა აშალა ბანაკი, დაუბრუნდა მუდმივი დისლოკაციის ადგილს.
სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარე ამათი ნაბინადარი და ერთი ნამწვიც კი ვერ ვიპოვე, საგულდაგულოდ დაულაგებიათ აქაურობა.
ესეც ქვეყნის სამსახურია, მაღალი და სამაგალითო სტანდარტია ჩვენი გაჩუჩმეკებული ყოფისთვის.
ჩვენ ჯარს ვენაცვალე უბრალო და წესიერ ჯიგარში❣
პ.ს.თუ ვინმემ იცით , დათაგეთ შესაბამისი უწყება, -იცოდნენ ჩვენი მადლიერების შესახებ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება