fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია.

„ ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება