ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით,  „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება – 15  მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში 

დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 15  მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ საინტერესო და მნიშნელოვან ღონისძიებას. დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით,  “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს. 15  მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.

ეს არის 16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური სივრცე უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლება.  ეს ინფრასტრუქტურა მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ჩვენს ახალგაზრდობას – აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ“, – განაცხადა პრემიერმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება