fbpx

ირაკლი კობახიძე – გამახსენეთ ერთი არგუმენტი შოლცის, სტოლტენბერგის, ევროკავშირის განცხადებებიდან, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ან პრინციპებთან

მაშინვე აწებებენ ენჯეოები GONGO  იარლიყს – სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციის იარლიყს და ეს სწორია, რადგან სადაც მთავრობა აფინანსებს ორგანიზაციას, იქ ამ დაფინანსებას პირდაპირ მიუყვება მთავრობის, სახელმწიფოს ინტერესები. შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ფულს მთავრობისგან, ენჯეოების სტანდარტით უზრუნველყოფენ მთავრობის ინტერესების გატარებას, თუ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია არის საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია რატომ არ არის იმ უცხო ძალის მიერ დაფინანსებული და შესაბამისი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ხომ მარტივი ლოგიკაა? იმდენი არგუმენტი გვაქვს, რომელსაც ვერ აბათილებენ, აქედან ჩანს – საერთოდ არ არსებობს ამ კანონის გაკრიტიკების არავითარი საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი – წელიწადში ერთხელ ორგანიზაციებმა უბრალოდ დეკლარაციები შესაბამის საიტზე უნდა განათავსონ.

„დღეს არ არის ეს დაფინანსება გამჭვირვალე. მაგალითად თქვენ რომ მოგინდეთ, უცბად ნახოთ, ვინ რისთვის, რატომ, რამდენით აფინანსებს მოძრაობა „სირცხვილიას“, არ არის ეს ინფორმაცია არსად ხელმისაწვდომი, აქედან გამომდინარე, არის გამჭვირვალობის კუთხით ხარვეზი და შესაბამისად, აუცილებელია, ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. ამ კანონის წინააღმდეგ არ არის არგუმენტები, თუ აქვთ არგუმენტები, მე ვთავაზობ ყველა ელჩს – პირდაპირ ვერ შევალთ ახლა სახდეპის სპიკერთან დისკუსიაში, ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული თუ არიან ისინი, თუ სურთ, გააგრძელონ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, ყველამ კეთილი ვინებოთ და ღია დისკუსიაში ჩავერთოთ საზოგადოების თანდასწრებით“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება