fbpx

თეიმურაზ პირველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თეიმურაზ პირველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 8 600 კვ.მ
ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, გზის საფუძვლის
მომზადება მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
აღნიშნული გზა აკავშირებს მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს,
სადაც გზის საფარი აქამდე არ არსებობდა. ამის გამო, ავტომობილით
გადაადგილება დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „სკინჩი“ ახორციელებს, რისთვისაც საბურთალოს
გამგეობის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი გამოიყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება