დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებისსაერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონებავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებსთანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, დღეისთვის, თბილისის მერიის პროგრამას 11ორგანიზაცია ემსახურება და საერთო ჯამში, 2 400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტრეჟიმში იღებს შესაბამის მომსახურებას.„დღეს 2 აპრილია – აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედა წელს ამ დღის დევიზია – „ჩვენი განსხვავებულობა გვაერთიანებს“. ამმიმართულებით, ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების მაქსიმალურიინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევერთხელ გავიმეორებ, რომ მუნიციპალიტეტი, ისევე, როგორც სხვა არაერთიმიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულსაკითხს – გვაქვს შესაბამისი პროგრამა. თბილისის მერიამ, აღნიშნული პრობლემისწინაშე მდგარი ოჯახებისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, „აუტიზმისსპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის განხორციელება2015 წელს დაიწყო და მასში 325 ბავშვი იყო ჩართული, დღეისთვის კი, მერიისპროგრამით, 2 400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტ რეჟიმში იღებს მომსახურებას“, -განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა, რომ აბილიტაციის პროცესში რეჟიმის უწყვეტობამნიშვნელოვანია, რადგან თერაპიის წყვეტის შემთხვევაში, ყველაფრის თავიდანდაწყებაა საჭირო.„როდესაც პროგრამა არ არსებობდა, ოჯახები, მატერიალური მდგომარეობიდანგამომდინარე, უწყვეტად ვერ ახერხებდნენ თავიანთი შვილებისთვის სერვისისმიღებას, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ამპროგრამით უამრავ ადამიანს, ოჯახს ვეხმარებით. ბევრჯერ მითქვამს და ახლაცგავიმეორებ, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგებით და მაქსიმალურად ხელსშევუწყობთ ამ ადამიანებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მისი თქმით, თბილისის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 11 245 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. „პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი სეანსები ფინანსდება. დღეისთვის, თბილისის მერიის პროგრამას 11 ორგანიზაცია ემსახურება. მინდა, ვისარგებლო
შემთხვევით და ყველა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების თანადგომისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.