fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ჯერ ამაზე გაგვეცით პასუხი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული.“

როგორც ექსპერტი წერს, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ოპოზიციურ მედიას პასუხი აქვს გასაცემი, რატომ დაადანაშაულეს საქართველო და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში.

„ჯერ ამაზე გაგვეცით პასუხი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება