fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე – უცვლელი რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მირჩა ჯოანასთან შეხვედრიდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება.

„სამი დასკვნა ნატო-ს შტაბბინაში გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან შეხვედრიდან. 1. არავითარი მოლაპარაკებები საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. 2. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი. 3. ნატო არ შეეგუება მსოფლიოს დაყოფას გავლენის სფეროებად“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება