fbpx

დღევანდელი ოპოზიცია, რომელშიც ბლომად არიან „გუშინდელებიც,“ძალიან წააგავს ე.წ. „შემოდგომის აზნაურებს-“-ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე – დღევანდელი ოპოზიცია, რომელშიც ბლომად არიან „გუშინდელებიც,“ ანუ 2008-იანები, ძალიან წააგავს ე.წ. „შემოდგომის აზნაურებს“ ყველანაირად გაფხეკილები რომ იფხორებიან და იბრიქებიან ,,უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ყველა დაინტერესებული მხარე „საკუთარ სიმართლეს“ აწვება “ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიცია, რომელშიც ბლომად არიან „გუშინდელებიც,“ ანუ 2008-იანები, ძალიან წააგავს ე.წ. „შემოდგომის აზნაურებს“ ყველანაირად გაფხეკილები რომ იფხორებიან და იბრიქებიან. ,,უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ყველა დაინტერესებული მხარე „საკუთარ სიმართლეს“ აწვება. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკასთან, რომელიც ვერ იტანს სენტიმენტებს, ემოციებს და გაჯგიმვებს, მითუმეტეს, როდესაც ზურგს არაფერი და არვინ გიმაგრებს. ე.წ. Real Politik კიდევ უფრო ულმობელია და მით უფრო ვერ მოითმენს იმას, რის შემოტენასაც ცდილობს ოპოზიცია. დღევანდელი ოპოზიცია, რომელშიც ბლომად არიან „გუშინდელებიც,“ ანუ 2008-იანები, ძალიან წააგავს ე.წ. „შემოდგომის აზნაურებს“ ყველანაირად გაფხეკილები რომ იფხორებიან და იბრიქებიან. ძალიან ჰგვანან ფილმის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ პერსონაჟებს სახლის მოაჯირი რომ ხელში ეფშვნებათ და ჟანგიან ხმალს რომ ქარქაშიდან ვერ იღებენ. მოკლედ, დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook -ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება