fbpx

ზელენსკისგან განსხვავებით, სააკაშვილის მთავრობა 2008 წელს ყველა პროვოკაციას წამოეგო-ზურა ქადაგიძე

ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე-

რაშია ჩვენი პრობლემა…”შენი არ იცოდე,სხვისი არ გესმოდეს”…უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მცდელობაა,რომ საზოგადოებაში დატრიალდეს ერთი გამრუდებული შეხედულება(ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური “ნარატივია”),რომელიც სამწუხაროდ არაინფორმირებული ადამიანისათვის ჩვეულებრივი ხაფანგია და დილეტანტურად ბევრს დამახინჯებულ წარმოდგენებს უქმნის…1.რატომ ვდებთ ბრალს სააკაშვილს ომის პროვოცირებაში,თუ კი რუსეთმა იგივე პროვოკაცია მოუწყო უკრაინას? (პოლიტიკური ნარატივი)2.რატომ ვდავობთ ხალხნო წარსულზე,თუ კი პუტინი იგივე მეთოდებს იყენებს უკრაინაში?(დილეტანტური დამოკიდებულება)ამონარიდი ევროსაბჭოს რეზოლუციიდან(1633) მე-5 პუნქტი:”5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.”სააკაშვილის მთავრობამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას…ანუ….უფრო,რომ განვმარტოთ:-რუსეთმა დაიწყო ომის პროვოცირება,რასაც საქართველოს მხრიდან მოჰყვა ღია,სამხედრო კამპანია ცხინვალის მიმართულებით.ანუ… რუსეთმა მოახერხა საქართველოს ჩართვა ომში…კიდევ ერთი ანუ…რუსეთმა დააგო ხაფანგი,რომელშიც საქართველო გაება და დაიწყო სამხედრო ინტერვენცია…2022წლის უკრაინის და 2008 წლის საქართველოს,ზელენსკისა და სააკაშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება არ შეიძლება!იმიტომ, რომ: 1) უკრაინის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიო ააფორიაქა,შეაწუხა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა….სააკაშვილმა ათასი გაფრთხილების(ელჩების,დიპლომატების,სახელმწიფო მოხელეების ჩანაწერები არსებობს) მიუხედავად ჯერ ომში ჩაება და მერე გამოაცხადა განგაში მსოფლიო მასშტაბით.2) ზელენსკი 1633-ის ნაირ რეზოლუციას არ მიიღებს.(მინიმუმ პროვოკაციას არ წამოგებია და თავდასხმაზე არ გადასულა.)….სააკაშვილმა კი რეზოლუციას მხარიც დაუჭირა და მთელ ქვეყანას გამარჯვებას შემოგვასაღა დეკლარირებული ღალატი.მოკლედ, ზელენსკისგან განსხვავებით, სააკაშვილის მთავრობა 2008 წელს ყველა პროვოკაციას წამოეგო,შევიდა ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას,რამაც აურაცხელი ზარალი და ქვეყნის ოკუპაცია მოიტანა.P.S”შენი არ იცოდე,სხვისი არ გესმოდეს” პრინციპით, მოქალაქეებში(საბედნიეროდ უმცირესობაში) კიდევ არსებობს გამრუდებული შეხედულებები,რაც სააკაშვილისნაირებს პოლიტიკური რეინკარნაციას იმედს აძლევს…ამიტომ აღქმებს და ემოციებს ჯობია,ფაქტების რეალური დასათაურება ვისწავლოთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება