fbpx

„უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზადყოფნაში“ – ნატო-ს გენერალური მდივანი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა ბრიუსელში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მთელი ევროპა დააყენა საფრთხის ქვეშ. ის მოუწოდებს პუტინს, გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან. სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგზავნის ჯარს იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება

„ძალიან ცუდია, რომ რუსეთმა დააყენა რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლე უკრაინაში. ისინი ბომბავენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ან ინფორმაციას უარყოფს, რუსეთის მთავრობა ატარებს სრულ პასუხისმგებლობას იმ ქმედებაზე, რაც მათ განახორციელეს უკრაინაში. ეს არის აშკარა დარღვევა საერთაშორისო ნორმების. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს თავისი ჯარები. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთი იყენებს ძალას, რომ არ მისცეს უკრაინას საშუალება, დამოუკიდებლად განვითარდეს. 

ნატო-მ გადაწყვიტა გაააქტიუროს თავისი გეგმები, რაც იქნება თავდაცვითი ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ გავაგზავნით ნატოს ძალებს იქ, სადაც საჭირო იქნება. უკვე გავაძლიერეთ თავდაცვითი ძალები, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. ჩვენ გავაგზავნით მეტ ჯარს ამ ადგილებში. უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზად ყოფნაში. ასევე, უამრავი საშუალება, რომ გავიდნენ ზღვაში. არ შეიძლება დაემუქრო სხვის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება