fbpx

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინა. 

სამხედროებმა ასევე მოახერხეს მტრის შეჩერება ჩერნიგოვის რაიონშიც. ამავდროულად, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით

„ჩვენმა ჯარებმა სრული კონტროლის ქვეშ დაიბრუნეს ქალაქი მარიუპოლი. განადგურდა სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და მტრის ათობით ჯავშანმანქანა. რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები უკუაგდებენ აგრესორს“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება