ბოლო წლებში სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას გამუდმებით თავს ესხმიან. საუბრობენ რუსეთთან მათ კავშირებზე, რადიკალიზმსა და მემარჯვენე ექსტრემიზმზე, რაც გერმანელი ხალხისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ წარსულსა და გამოცდილებას უკავშირდება. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს,- ვკითხულობთ, ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა ოპონენტებმა „AFD”-ს რეიტინგის კლება ვერ შეძლეს, არამედ აშკარაა რომ მათი პოპულარობა და რეიტინგი იზრდება.
„უკვე არაერთი სოციოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ 2013 წელს შექმნილი ახალგაზრდა პარტია დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე დიდი რეიტინგის მქონეა, კონკრეტულ მხარეებში კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რასაც ტრადიციულად დაპირისპირებული მსხვილი გერმანული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაც კი ვერაფერს უხერხებს. ამაზე მეტყველებს საქსონია – ანჰალტის მიწის 6 სექტემბერს გამართული არჩევნებიც, რომელშიც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 45 პროცენტი მიიღო და ადგილობრივ დონეზე სახელისუფლებო გუნდს დამოუკიდებლად დააკომპლექტებს. შედარებისთვის, კანცლერ მერცის პარტიის – „ქრისტიან – დემოკრატების“ მხარდაჭერა 18 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
ბუნებრივია, „დიფ სთეითს“ იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, თუმცა, კონკურენტულ პირობებში, ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულმა მედიებმა თუ პოლიტიკურმა ოპონენტებმა არათუ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და „AFD”-ს რეიტინგის კლება ვერ შეძლეს, არამედ ვხედავთ, რომ მათი პოპულარობა იზრდება, შესაბამისად, ალტერნატიული გეგმის ამოქმედებაა საჭირო. როგორც აღვნიშნე, ექსტრემიზმისა და რუსეთთან კავშირების ბრალდებების საფუძველზე, სხვადასხვა სუბიექტები პარტიის აკრძალვის აუცილებლობაზე წარსულშიც საუბრობდნენ, თუმცა, მშვიდობიანობისა და რუტინული ცხოვრების პირობებში, საკმაოდ დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ძალის აკრძალვის მცდელობაც კი საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს და, შესაძლოა, უკუშედეგიც მოიტანოს, რაც მოქალაქეების მხრიდან, ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილების არმქონე, ახალგაზრდა, მთავრობისა და მისი დაქვემდებარებული ინსტიტუტების მხრიდან გამუდმებული თავდასხმისა და გაუქმების საფრთხის წინაშე მდგარი პოლიტიკური გუნდის გვერდით დგომაში, ჯამში კი რეიტინგის კიდევ უფრო მატებაში აისახება.“- წერს ზაზა შათირიშვილი.