fbpx

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის. სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება