fbpx

ამაღამ შტურმს დაიწყებენ, უნდა გავუძლოთ, უკრაინის ბედი ახლა წყდება-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა რომ ღამე ძალიან მძიმე იქნება და მტერი ყველაფერს იზამს, რათა უკრაინელების წინააღმდეგობა ჩაახშოს.

„მძიმე, ძალიან მძიმე ღამე იქნება, თუმცა დადგება დილა. ამაღამ მტერი თავის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს, რათა წინააღმდეგობა ჩაახშოს. ამაღამ შტურმს დაიწყებენ. უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი ახლა წყდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ბევრი ქალაქი. განსაკუთრებული ყურადღება კიევს. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება