fbpx

ერთმანეთს ..იმედის,, და ..პალიტრის.. ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ

დღეს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა სტუმრობა13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან, სადაც პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ გახარიამ ტერიტორია დატოვა, მაესტროს პირდაპირ ეთერში კი დარჩა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ ერთმანეთს ..იმედის,, და ..პალიტრის.. ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ.

როგორც ეთერში გასული ხმებიდან შეიძლება გარკვევა, მიზეზი ის გახდა, რომ კომენტარის ჩაწერისას ერთმა ჟურნალისტმა მეორეს მიკროფონი დაუფარა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

გაუზიარე!

Shares