fbpx

ათონის მთაზე ხანძარი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა

საბერძნეთში, ათონის მთაზე ტყეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ათობით მეხანძრე, 3 თვითმფრინავი და სახანძრო ავიაციის ვერტმფრენი მუშაობს.

ცეცხლის ლოკალიზაცია ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხანძარი ქილენდარის მონასტერს საფრთხეს არ უქმნის.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მეხის დაცემა სახელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება