fbpx

გიორგი გახარია ,,მზიურის ,, გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა


2015 წლის 13 ივ­ნი­სის წყალ­დი­დო­ბის მე­ხუ­თე წლის­თავ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პარ­კი „მზი­უ­რი“ გახ­სნეს.

გი­ორ­გი გა­ხა­რია ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მე­უღ­ლეს­თან, მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­ას­თან და 10 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან – ან­ნას­თან ერ­თად მი­ვი­და.

მზი­უ­რის გახ­სნას ეს­წრე­ბოდ­ნენ კახა კა­ლა­ძის შვი­ლე­ბიც

„მზი­უ­რის პარ­კის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბით დას­რულ­და დიდი სა­მუ­შაო. ამ სა­მუ­შა­ოს გა­წე­ვის­თვის მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრს, მაია ცქტიშ­ვილს. უდი­დე­სი სა­მუ­შა­ოა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ამას მოყ­ვა ხე­ო­ბის გაწ­მენ­და. სრუ­ლად არის და­ზღვე­უ­ლი შემ­დგომ ასე­თი სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აღ­დგა ბევ­რი გზა და კი­დევ ბევ­რი სა­მუ­შაო იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ელჩს, იმ წვლილსთვის, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა შე­ი­ტა­ნა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში და ბა­ტონ მერს, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც მას ჩვე­ვია, გე­მოვ­ნე­ბით და თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ზრუნ­ვის უდი­დე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბით და­ას­რუ­ლა.

კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­გვა­რი თხოვ­ნის გა­რე­შე დად­გნენ ის, სა­დაც უნდა მდგა­რიყ­ვნენ და გა­ა­კე­თეს ის საქ­მე, რო­მე­ლიც მათ სამ­შობ­ლოს და მათ მო­ქა­ლა­ქე­ებს სჭირ­დე­ბო­დათ. ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება