fbpx

დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში გადადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში გადააგილება თავისუფალია. ქალაქებში შესვლა და გასვლა სრულად აღდგა.

ამასთან, შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება მარნეულშიც.

გადაადგილებაზე შეზღუდვები თბილისში 11 მაისიდან მოიხსნა, 5 მაისიდან კი გადაადგილება ნებასდართულია უკვე ქუთაისსა და ბათუმში.

ეპიდემიოლოგიური ვიტარებიდან გამომდინარე, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.

ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, რომლის დროსაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება