fbpx

ხელისუფლებაში მოსასვლელად ნებისმიერ გზას გამოვიყენებთ, ეს იქნება რევოლუცია თუ რამე სხვა-მურმან დუმბაძე

ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებთ იმ გზით, რა გზითაც ამ დრომდე გვივლია. ნებისმიერ გზას გამოვიყენებთ, ეს იქნება რევოლუცია თუ რამე სხვა, არ მეშინია.”

მურმან დუმბაძე  – “გაერთიანებული ოპოზციის“ წევრი 

ამის შესახებ დუმბაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან. 

მმართველ პარტიაში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ისინი დასავლელ პარტნიორებს ტყუილში დანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არ დაპირებიან. 

ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.

გაუზიარე!

Shares