fbpx

დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება.ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყობა.მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.„ლისის ტბის მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. გასულ წელს დავიწყეთ ეს პროექტი, მოვაწესრიგეთ გვარამაძისა და ერისთავის ქუჩები. ახლა კი, დგებუაძის ქუჩაზე ვასრულებთ სამუშაოებს“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და ადგილობრივი მცხოვრებლები გრუნტის გზით გადაადგილდებოდნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება.საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაფინანსებით კომპანია „ლ. ენდ ლ“ ახორციელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება