fbpx

დავრჩეთ სახლში, რადგან ვნახეთ, რომ ზერელე მიდგომამ და გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რაც მოხდა იტალიაში-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, ჩვენი პატარა ქვეყანა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა ყველა უნდა დავირაზმოთ მთავრობა, საზოგადოება და კიდევ ერთხელ, მობილიზებული ძალებით უნდა გავფრთხილდეთ

„დავრჩეთ სახლში, რადგან ვნახეთ, რომ ზერელე მიდგომამ და გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რაც მოხდა იტალიაში და შემდეგ მთელ ევროპაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც თავდაცვის მინისტრი, მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ყველა ის ზომა, რაც მთავრობამ მიიღო“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ სიტუაცია ძალიან რთულია, ზოგადად პროგნოზირებაა შეუძლებელი, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

„უნდა გავიჭირვოთ, მაქსიმალურად მოვიკრიბოთ ძალები და მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რომლიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ჩვენ ამავდროულად ვეყრდნობით ჩვენი პროფესიონალების რეკომენდაციებს, თუმცა ეს ყველაფერი რეკომენდაციებად დარჩება, თუ მას ფეხი არ აუწყო მოსახლეობამ“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება