fbpx

უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი ვ.ა.შაიტანოვი მკვლელობის მომზადებაშია დადანაშაულებული.

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი , ბლოგერი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ გუშინ უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა დააპატიმრეს უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი ვალერიან ალბერტის ძე შაიტანოვი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობა და რომელიც ამზადებდა უკრაინის შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის არსენ ავაკოვის მკვლელობას.

გენერალ შაიტანოვს ერთი საათის წინ ქ.კიევის სასამართლომ მიუსაჯა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. როგორც დიმიტრი გორდონი აცხადებს, შაიტანოვის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს მიაწოდეს აშშ და ევროპის კავშირის შესაბამისმა სპეცსამსახურებმა.

გაუზიარე!

Shares