fbpx

მეუფე საბა-ეკლესიებს არავინ გვიკეტავს, სახლში დარჩენა ყველას ეხება რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მაცხოვარმა რაც გააკეთა, ჩვენთვის გააკეთა. ჩვენ გვგონია, რომ ღმერთს სჭირდება ჩვენი მსახურება, ჩვენი მსახურება არის ადამიანების მიმართ, ამიტომაც აღდგომის დღესასწაულის განცდა უნდა იყოს ადამიანების თანამდგომის და იმ საფრთხის თავიდან აცილების, რა საფრთხის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო- ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირების ყველა სიტყვა და ნაბიჯი ამ საფრთხის აცილებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ადამიანების პროვოცირებისკენ, რომ თითქოს მორწმუნეებს დევნიან და ეკლესიებს უკეტავენ.

„ეკლესიებს არავინ გვიკეტავს. სახლში დარჩენა ყველას ეხება, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. უცხოეთში მყოფმა ეპარქიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეკლესიებში მსახურება მრევლის გარეშე ტარდება. ეკლესია არ დაუკეტავს არავის. მსახურება ისევ გრძელდება, მაგრამ გათავისება ხდება იმ დიდი საფრთხის, რომლის წინაშეც დადგეს თუ გინდ ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი ამ ქვეყნად მატერიალური, რაც კი არსებობს, რადგანაც ამას გვასწავლის სახარება, რომ მთავარი არის ადამიანი. ქრისტე ადამიანისთვის მოვიდა და დღეს ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია“- განაცხადა მეუფე საბამ.

გაუზიარე!

Shares