fbpx

დავით ქართველიშვილი: ძალიან გვინდა, საწვავზეც და სხვა პროდუქციაზე გაზრდილი ფასები დავარდეს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თბილისმა მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებს გადაასწრო ამ კომპონენტში, მეტისმეტია

„დღეს ჭიჭე ვაშაძემ “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდის აკრძალვის თემის გადაფარვა სცადა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების გაზრდის პრობლემით. ძალიან გვინდა, რომ საწვავზეც და სხვა ძირითად პროდუქციაზე გაზრდილი ფასები დავარდეს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თბილისმა მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებს გადაასწრო ამ კომპონენტში, მეტისმეტია ჭიჭე“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პროდუქტებზე ფასების მატების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

„დღეს ჭიჭე ვაშაძემ “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდის აკრძალვის თემის გადაფარვა სცადა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების გაზრდის პრობლემით. მართალია, არ მოუყვანია ბოლო წლებში ზოგან უმნიშვნელო, ზოგან მნიშვნელოვანი სახელფასო მატება, მაგრამ მისი ლოგიკიდან გამომდინარე, ფასების შემცირების ერთ-ერთი მექანიზმი “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდაა.
ამ ლოგიკას უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ, ნიკიტა ხრუშოვის კომუნიზმის დამყარებისკენ მიმავალი კურსი კაპიტალისტურ დასავლეთს რომ არ შეეჩერებინა, 1980 წლიდან აღარც ფული გვექნებოდა და აღარც ფასიანი პროდუქტი. და თუ სადამდე ავარდებოდა ფასები პროდუქციაზე, მათ შორის ჭიჭეს ინიციატივით, რუსეთისთვის სანქციები რომ გამოგვეცხადა – ამას ვერც ნარკოტიკების “კრიმინალიზაციის” თუ პროსტიტუციის ლეგალიზაციის თემებით ვერ გადაფარავდა ჭიჭე.
ძალიან გვინდა, რომ საწვავზეც და სხვა ძირითად პროდუქციაზე გაზრდილი ფასები დავარდეს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თბილისმა მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებს გადაასწრო ამ კომპონენტში, მეტისმეტია ჭიჭე. ევროპაშიც გვყავს სანათესაო და ამერიკაში. ვერ გადაფარავთ ვერა! ეროვნული ფასეულობები ამ ქვეყანაში კანონით იქნება დაცული! თქვენ კი მოგიწევთ საარჩევნო კამპანიია გაგრძელება ფერნაკლული ცისარტყელას ქოლგების ჩრდილში, რამეთუ ცხელი ზაფხულ/შემოდგომა გელით.“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება