fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: „როდის დაარღვევენ მდუმარებას ოპოზიციის ენჯეოები LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე? ამბოხი არ გამოუვათ, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას მოუტანს ამ ინიციატივის ავტორებს“

„ხელისუფლების მხრიდან კედელთან მიყენებული ოპოზიცია გზებს ეძებს, როგორ დააღწიოს თავი მათთვის გამანადგურებელ პროცესს,“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია დახმარებას, მათივე პარტიული ენჯეოებიდან ელის.

„ხელისუფლების მხრიდან კედელთან მიყენებული ოპოზიცია გზებს ეძებს, როგორ დააღწიოს თავი მათთვის გამანადგურებელ პროცესს. ამაში დახმარებას, როგორც ყოველთვის, მათივე პარტიული ენჯეოებიდან ელიან. თუმცა, არასამთავრობო სექტორი აგვიანებს. რა ქნან? ისინიც ჩიხში არიან. კარგად იციან, რომ შარშანდელივით ამბოხი არ გამოუვათ, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას მოუტანს ამ ინიციატივის ავტორებს.

სწორედ ოპოზიციის არასამთავრობო სექტორმა მოაწერინა ხელი 15 პოლიტიკურ პარტიას ვითომდა LGBT უფლებების დაცვაზე, სინამდვილეში კი მათი იდეოლოგიის გავრცობაზე საქართველოში.

გვაინტერესებს, რა განსხვავებებს შემოგვთავაზებენ უფლებრივ დაცვასა და პროპაგანდას შორის, სად დადებენ ზღვარს პირად ცხოვრებასა და სხვისი ცხოვრების მართვას შორის?

როდის დაარღვევენ მდუმარებას ოპოზიციური ენჯეოები? როგორც ჩანს, ვერც მათმა დამფინანსებლებმა მოიფიქრეს რამე, თორემ პიონერულ გამოხტომებში, რომ ბადალი არ ჰყავთ, ამის შემსწრე ბევრჯერ ვყოფილვართ. მოკლედ, ველოდებით მათ შეფასებებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება