გიორგი ერაძე: „ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში“

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს. საბჭოს ფარგლებში წევრი ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და მსჯელობენ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის შეფასებით, საერთაშორისო საფოსტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. 

„მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განვიხილოთ საფოსტო სექტორის განვითარების აქტუალური საკითხები, გავეცნოთ წარმატებულ პრაქტიკას და ვიმუშაოთ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის გზით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში“ – აღნიშნა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ფოსტისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საფოსტო მომსახურების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, ეფექტური და თანამედროვე მომსახურების შეთავაზებას.

მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭო 48 წევრი ქვეყნისგან შედგება და მსოფლიო საფოსტო ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება