გლდანის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-სა და N46 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. 

ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული სივრცე სკვერს შეუერთდა.

სამუშაოები დაახლოებიით 3 000 კვ.მ ფართობზეგანხორციელდა. პროექტის ფარგლებში, განთავსდაფიტნეს და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდასაქანელა სკამები, მოეწყო გარე განათებისა დასარწყავი სისტემები, ასევე, ჩატარდა გამწვანებისსამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭიროინფრასტრუქტურა. 

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 525 000 ლარი დაიხარჯა. 

გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ მოწესრიგდასაგზაო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, 1 500 კვადრატულმეტრამდე ფართობზე  შეიცვალა დაზიანებულიასფალტის საფარი და მოეწყო საპარკინგე სივრცეები. 

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარდეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან და პარლამენტის დელეგატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება