fbpx

გია აბაშიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა, ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა დაცვით განხორციელდა

გია აბაშიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა, ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა დაცვით განხორციელდა. ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებულმა სუბიექტმა ,,კანონპროექტის განხილვაში ჩართულ პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოედგინათ, რაც არ მომხდარა. დასკვნაში არ ჩანს ის არგუმენტები თუ რა ინსტიტუციურ ხარვეზს შეიცავს რეფორმა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მსგავსი ხარვეზი უბრალოდ არ არსებობს.’’ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე უთო/ოდირის დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ. როგორც ანალიტიკოსი წერს, რჩება შთაბეჭდილება, რომ დასკვნა ეფუძნება მიწოდებულ არასრულყოფილ, არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ინფორმაციას. ,,შერჩევითად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა ეუთო/ოდირის დასკვნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ობიექტურობა და სამართლიანობა მოითხოვს, რომ ითქვას: – აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში ჩართულ პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოედგინათ, რაც არ მომხდარა. დასკვნაში არ ჩანს ის არგუმენტები თუ რა ინსტიტუციურ ხარვეზს შეიცავს რეფორმა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მსგავსი ხარვეზი უბრალოდ არ არსებობს. – რჩება შთაბეჭდილება, რომ დასკვნა ეფუძნება მიწოდებულ არასრულყოფილ, არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ინფორმაციას. დასკვნაში შესამჩნევია ფაქტობრივი და შინაარსობრივი წინააღმდეგობები, უზუსტობები. მაგალითები: 1. თითქოს ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის ქვორუმი თითქოს შემცირდა (დასკვნის 63-ე პარაგრაფი), რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგლამენტში (მე-204 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ „დ1“ ქვეპუნქტები). 2.თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად. 3. ”იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.“ ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის (ლონდა თოლორაიას) ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე. ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის სრული დაცვით განხორციელდა, უდავოა. უდავოა ისიც, რომ ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული სუბიექტი. აბსოლუტურად მართებულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მოთხოვნა, რომ გასაჯაროვდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ამ ორგანიზაციამ საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნები.’’ – წერს ანალიტიკოსი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება