fbpx

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიასთვის, უმთავრესია რას იტყვიან უცხოელები, თან თუ ეს უცხოელები რამე კრიტიკულს იტყვიან საქართველოზე, მინიმიუმ კმაყოფილია-ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი ლომჯარიაზე მიკერძოებული სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის დასკვნას ასაჯაროებს, და თითქოსდა განგაშის ზარების შემოკვრას ცდილობს არის ასეთი თანამდებობის პირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლისთვისაც მთავარი და უმთავრესია რას იტყვიან უცხოელები, თან თუ ეს უცხოელები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რამე კრიტიკულს, ან უფრო მეტიც ცუდს იტყვიან საქართველოზე მინიმიუმ კმაყოფილია და მაქსიმუ ბედნიერი – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ. „არის ასეთი თანამდებობის პირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლისთვისაც მთავარი და უმთავრესია რას იტყვიან უცხოელები, თან თუ ეს უცხოელები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რამე კრიტიკულს, ან უფრო მეტიც ცუდს იტყვიან საქართველოზე მინიმიუმ კმაყოფილია და მაქსიმუ ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ, ასე წარმოუდგენია, რაც უფრო ცუდად „წარმოჩნდება“ ქვეყანა (სამშობლოს თქმა თუ დაწერა ნინო ლომჯარიასთან მიმართებაში, გამიჭირდა!), რომლის მოქალაქეცაა, მისთვის რატომღაც უკეთესია. მაგრამ მთავარი და უმთავრესი მაინც, ისაა, რომ ამ ქალბატონს სახალხო დამცველობა, მაინც მიკერძოებული ცალმხრივ ქმედებად წარმოუდგენია, ასე იყო სააკაშვილის პატიმრობაზე გაგიჟების დროსაც, როდესაც სხვა არა ნაციონალი პატიმრების შესახებ პოზიციაც კი არ აქვს დაფიქსირებული. ასეა, ახლაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც კანონის შესაბამისად გაუქმდა და ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა ჩამოყალიბდა, და პარლამენტმა მათი ხელმძღვანელებიც დაამტკიცა. მიკერძოებული სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის დასკვნას ასაჯაროებს, და თითქოსდა განგაშის ზარების შემოკვრას ცდილობს. ამ დროს სავსებით სამართლიანი მოთხოვნა აქვს ბატონ ანრი ოხანაშვილს, გასაჯაროვდეს სახელმწიფო სამსახურის შესახებ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები. დარწმუნებული ვარ ბევრი რამეს მოეფინება ნათელი, მათ შორის ქალბატონი ლომჯარიას ქმედებების მოტივებსა და მიზნებსაც.“ – წერს ნიკოლეიშვილი – facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება