fbpx

რამდენიმე წუთში იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად, როდესაც ამ ქალაქთან, რეგიონთან არაფერი გაკავშირებს-შალვა პაპუაშვილი

აქაც ჩანს მათი არაგულწრფელობა. როდესაც რამდენიმე წუთში იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად, გარდაბნის საარჩევნო ოლქის სახელით მაშინ, როდესაც ამ ქალაქთან, რეგიონთან არაფერი გაკავშირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LAIV“ განაცხადა.

„რაც შეეხება რუსთავის არჩევნებს, ესეც ხომ ნიშანდობლივია. აქაც ჩანს მათი არაგულწრფელობა. როდესაც რამდენიმე წუთში იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად, გარდაბნის საარჩევნო ოლქის სახელით, მაშინ როდესაც ამ ქალაქთან, რეგიონთან არაფერი გაკავშირებს. ეტყობა, რომ გააზრებული არჩევანიც კი არ არის, არამედ ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის ერთ-ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, იქნება მცდელობა, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ არა რუსთავისა თუ გარდაბნის მოსახლეობის პრობლემებზე, არამედ კვლავ ადგილი ექნება ფარისევლურ რიტორიკას ოპონენტების მხრიდან. შალვა პაპუაშვილის აზრით, ამომრჩეველი „ლელოს“ რიტორიკას არ წამოეგება. „არა მგონია, „ლელომაც“ ორ არჩევნებს შორის საკუთარი ამომრჩევლის 25% დაკარგა“, – დასძინა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება