fbpx

გებელსი ამბობდა -რაც უფრო ამაზრზენია ტყუილი, მით უფრო გულით სჯერათ ადამიანებს-ვლადიმერ ბედუკაძე

ვლდიმერ ბედუკაძე წერს-

თანამედროვე პროპაგანდის ფუძემდებელი გებელსი ამბობდა:„თ ე თ რ ი“, ნამდვილი ინფორმაციის გარდა, აუცილებელია „ნ ა ც რ ი ს ფ ე რ ი “, ანუ ნახევრად სიმართლის და „შ ა ვ ი ” – აშკარა სიცრუის ნაზავი. ,ჩვენ არ ვცდილობთ ჭეშმარიტების მიღწევას, არამედ ჩვენი მიზანია ეფექტის მიღება,, ნებისმიერი გზით და მეთოდით.უფრო მეტიც, რაც უფრო ამაზრზენია ტყუილი, მით უფრო გულით სჯერათ ადამიანებს და უფრო სწრაფად ვრცელდება ის. იმისათვის, რომ ბრბოს ეჭვი არ შეეპაროს გავრცელებულ ინფორმაციაში, „მესიჯები“ უნდა იყოს პრიმიტიული, დეტალების გარეშე, ერთგვაროვანი ლოზუნგის დონეზე. იცოდეთ, პროპაგანდის ყველაზე დიდი მტერი ი ნ ტ ე ლ ე ქ ტ უ ა ლ ი ზ მ ი ა!

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროპაგანდამ უფრო მეტად უნდა იმოქმედოს გრძნობებზე, ვიდრე გონებაზე და ამიტომ იყოს ნათელი, მიმზიდველი! – პროპაგანდის მიზანი უნდა იყოს მუდმივად ლიდერების განდიდება,რათა ხალხმა მუდმივად შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის იდეოლოგიური პათოსი და ისტერიკა. – მედია გაუთავებლად უნდა იმეორებდესს პროპაგანდისტულ ჭორებს, ბოლოს და ბოლოს, ძნელია არ დაემორჩილო მის მაგიას, თუ შენს ირგვლივ ადამიანთა მზარდ რაოდენობას სჯერა მისი.

გებელსმა ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ მოსახლეობა ბევრად უკეთ შეითავისებს იდეას, თუ ის გ მ ი რ ე ბ ი ს და მ ტ რ ე ბ ი ს გამოხატულებებში იქნება პერსონიფიცირებული. – ” არ აქვს მნიშვნელობა რისი გვწამს, მთავარია გვჯეროდეს”- აცხადებდა ის.

გებელსის ნარატივი „პარტია ჩემი ეკლესიაა ” დღეს ზუსტად გამოხატავს ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა სულიერ მდგომარეობას.გებელსის დოქტრინის თანახმად დღეს მოწამის და ღმერთის როლში თავად სააკაშვილია.მისი მორჩილი პროპაგანდისტული მედია საშუალებების ყველაზე მთავარი მიზანი კი ადამიანისათვის რეალობის კრიტიკული აღქმის უნარის დაკარგვაა,რასაც ისინი სამწუხაროდ წარმატებით ართმევენ თავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება