ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია. აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“.

ანზორ ჩუბინიძემ საუბრისას ყურადღება ფურუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის გამოცდილების გაზიარების კარგ საშუალებას იძლევა.

„ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება აზრთა ურთიერთგაცვლის, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების. მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არის ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალური. აუცილებელია ამაზე პროფესიონალური აზრის შექმნა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით „დიდი კედელი 2026“ საერთაშორისო ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება