fbpx

სააკაშვილის ვიზაჟისტი ლელა კილაძე ინსბრუკში ქურდობის ფაქტზე იყო დაკავებული-ირაკლი ზაქარეიშვილი

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი წერს-

გიგი უგულავას ყოფილი მეუღლე ლელა კილაძე ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის პოლიციამ სასტუმრო “პენზ”-ში 5000 ევროს ღირებულების ნივთების ქურდობის დროს ფაქტზე დააკავა!.. კილაძე ამ დროისათვის სააკაშვილის ვიზაჟისტად მუშაობდა და ჯერ კიდევ არ იყო უგულავას ცოლი!.. სააკაშვილმა კილაძეს ავსტრიელი ადვოკატი დაუქირავა, რომლის მომსახურების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნა გადახდილი!.. სააკაშვილმა კილაძის დასახსნელად ინსბრუკში გიგი უგულავა გააგზავნა და კილაძის გათავისუფლებისთანავე ორივენი იტალიაში გაემგზავრნენ!..

შემდგომში, იმერეთის გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს ამავე სასტუმროში მოუწია გაჩერება და პერსონალმა ქართველი სტუმარი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ მოაქცია და თავიდან კინაღამ აბუჩად აიგდეს, შემდეგ კი დეტალებში უამბეს მომხდარის შესახებ!…

შეგახსენებთ, რომ ლელა კილაძე გირგვლიანის ძმაკაცის, ლევან ბუხაიძის ღვიძლი დეიდაშვილია!.. ბუხაიძე გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე იმავე დღეს ეჭვმიტანილის სახით დააკავა მთაწმინდის პოლიციამ!.. დეიდაშვილის გათავისუფლების საქმეში კილაძე აქტიურად იყო ჩაბმული და ამ თხოვნით პირადად მიმართა სააკაშვილს!..

აქვე გაცნობებთ, რომ ირინე ენუქიძემ ლევან ბუხაიძეს აუკრძალა სამძიმარზე და დაკრძალვაზე მისვლა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება