fbpx

ამ წელიწადში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თქვენს მიერ -სოსო ფხაკაძე ირაკლი ღარიბაშვილს

ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრის მიერ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“ამ ოთახში ძალიან ბევრი, ვფიქრობ, ამ წელიწადში საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებულთქვენს მიერ ჩვენი წარდგინებით, თქვენი დახმარებით და ამან ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას”,- ამბობს ფხაკაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება